პანკისში სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა და ის ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფორმაციას საავადმყოფოში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და შესაბამისი სამედიცინო ჩარევა უტარდება.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს დილიდან, მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ის თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა და სავარაუდოდ, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი.
სავარაუდოდ სწორედ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებს ბრიფინგი, რომელიც სუს-ში 12 საათზე ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაში“დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის… არსებობს გაუგებრობები, რომლებიც წარმოქმნის პრობლემებს”
შემდეგი სტატიაანსამბლმა “შვიდკაცამ” N16 პენიტენციურ დაწესებულებაში წინასაახალწლო კონცერტი გამართა