“დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის… არსებობს გაუგებრობები, რომლებიც წარმოქმნის პრობლემებს”

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობა იყოს ნორმალური- ამის შესახებ კათოლიკოს პატრიარქმა საპატრიარქოში, სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა:
„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ხილვით. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ და გვჭირდება ერთმანეთის დახმარება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დავძლევთ ყველა პრობლემას, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები. გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ პატრიარქობის იუბილე. ეს იყო ძალინ რთული 40 წელი. ეს ჩვენ გვაგონებს მოსესა და ებრაელი ხალხის 40-წლიან მოგზაურობას უდაბნოში. მინდა მივესალმო მთელ დელეგაციას და მადლობა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობა იყოს ნორმალური. არსებობს გაუგებრობები, რომლებიც წარმოქმნის პრობლემებს. მინდა გთხოვოთ, ჩემი საუკეთესო სურვილები გადასცეთ უწმინდეს კათოლიკოს გარეგინ მეორეს”, – განაცხადა ილია მეორემ სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას.

banner
წინა სტატიაში“მე მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეზობლები, ჩვენ ვართ ძმები” – სარგსიანი პატრიარქს
შემდეგი სტატიაპანკისში სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა