პანკისში საგანგებო თათბირი დასრულდა – სახალხო კრება განცხადებას გააკეთებს

პანკისის ხეობაში მოსახლეობის საგანგებო თათბირი დასრულდა. ადგილობრივების თქმით, ხეობა ერთსულოვანია და დაძაბულობა არავის სურს.

თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სახალხო კრება გაწერს ტექსტს. კრება პანკისის ყველა სოფლიდან სამ-სამი წარმომადგენლით დაკომპლექტდება.

დაძაბულობის ასაცილებლად მთავრობის სახელზე განცხადებას გააკეთებენ, სადაც ხეობაში პოლიციელებთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მოსალოდნელი დაკავებების შესახებ იქნება საუბარი.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი – ზაზა ხარებავა და ირაკლი შენგელია თუ ახლობლები იყვნენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა
შემდეგი სტატია,,გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში”