პაკისტანში დააპატიმრეს იმამი, რომელმაც საჩუქრად მოჭრილი ხელის მტევანი მიიღო

პაკიპაკისტანელი იმამი შაბირ აჰმედი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ერთ-ერთმა მისმა მოსწავლემ საჩუქრად სინზე დადებული ხელის მტევანი მიართვა – ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ინციდენტი ლახორადან 125 კილომეტრში მდებარე სოფელ ხუჯა-შახ-მიკიმში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა შემთხვევით ასწია ხელი, როცა იმამმა სოფლის მეჩეთსი შეკრებილ ხალხს კითხა: “რომელმა თქვენთაგანმა შეწყვიტა ლოცვა და არ უყვარს წინასწარმეტყველი მოჰამედი?” იმამმა ახალგაზრდა ღმერთის სიძულვილში დაადანაშაულა.
მეორე დღეს მოზარდი იმმამთან სინით გამოცხადდა, სადაც მისი ხელის მტევანი იდო. მისი მშობლები და სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამაყობენ მოზარდის საქციელით.

მოგვიანებით მასწავლებელი ფიზიკური ზიანის მიყენებაში დაადანაშაულეს. “ასეთი უწიგნური იმამი არ შეიძლება სიტყვით გამოდიოდეს” – განაცხადეს პოლიციაში.
პაკისტანში მკაცრი კანონი მოქმედებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის. დანაშაული რამდენიმე წლიდან სიკვდილით დასჯამდე მერყეობს. 1990 წლიდან დღემდე ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე 65 ადამიანია სიკვდილით დასჯილი.

banner
წინა სტატიაშისაქმე არ არის გამოძიებული, დასკვნები არ დადებულა და ბიძინა კუჭავა გამოჰყავთ მანიაკალურ პიროვნებად
შემდეგი სტატიაირანმა აშშ-ს ახალ სანქციებს “არალეგიტიმური” უწოდა