ირანმა აშშ-ს ახალ სანქციებს “არალეგიტიმური” უწოდა

12ირანმა აშშ-ს მიერ მიღებულ სანქციებს ირანის მოქალაქეებისა და ირანული კომპანიების მიმართ, არალეგიტიმური უწოდა. სანქციები ამერიკამ ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ მიიღო.
“ბალისტიკური რაკეტების პროგრამა არასდროს იყო ატომური იარაღის საშუალებების საწარმოებლად განკუთვნილი” – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯაბერ ანსარმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
მინისტრის თქმით, აშშ-ს მიერ მიღებული სანქციები არალეგიტიმურია.
დღეს დილით ადრე გახდა ცნობილი, რომ აშშ-მ იმ ირანული კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ მიიღო სანქციები, რომლებიც ბალისტიკური იარაღის გამოცდაში იყვნენ ჩართული – მათ ანგარიშებს ყადაღა დაადეს ამერიკაში.
სულ სანქცია 11 კომპანიას და მოქალაქეს შეეხო.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში დააპატიმრეს იმამი, რომელმაც საჩუქრად მოჭრილი ხელის მტევანი მიიღო
შემდეგი სტატიავიდეო-არჩილ თალაკვაძე: “ბიძინა კუჭავამ წინასწარ შეძენილი ტალით, რომელსაც ჰქონდა რკინის ღვედი სავარუდოდ გვამი ჩამოკიდა