„ფაიზერის“ ვაქცინა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში გადანაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა განკუთვნილი იქნება 14 000 პირის ასაცრელად. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, „ფაიზერის“ დოზები გაიყოფა და არ დაელოდებიან მეორე ნაკადს, როგორც ეს „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია.

„დიხ ხანს ველოდით „ფაიზერის“ ვაქცინას და როგორც იქნა, ის არის საქართველოში. შემოვიდა 29 500 დოზა, რასაც ველოდით. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 000 პირისთვის. იქედან გამომდინარე, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზვრულია, პირველი დოზიდან სამიდან-ოთხ კვირაში კეთდება მეორე დოზა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დოზები გაიყოფა, არ იქნება მეორე ნაკადზე დალოდება, როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება სამი დიდი ქალაქის ექვს კლინიკაში.

„ერთი კლინიკა არის ბათუმში, ერთი ქუთაისში და ოთხი თბილისში. თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ხოლო ქუთაისში ცხაკაიას სახელოების „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე – მედდის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტო მოკვლევას აგრძელებს
შემდეგი სტატიაზალკალიანი – ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის