ეკატერინე ტიკარაძე – მედდის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტო მოკვლევას აგრძელებს

ჩვენ ველოდებით ამ დასკვნის გასაჯაროებას ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ჯერ არ გავცნობივარ. მედიიდან შევიტყვე ეს ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებითაც შეიკრიბება პროფესიონალთა ჯგუფი, იმსჯელებენ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახალციხეში გარდაცვლილი მედიის ადვოკატების განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილს ვაქცინის გაკეთებისას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

მინისტრის თქმით, რეგულირების სააგენტო მომხდარზე მოკვლევას განაგრძობს, რის შემდეგაც დასკვნა გახდება ცნობილი.

„რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მოკვლევას ზუსტი მიზეზების დადგენისთვის და შემდეგ, ისევ პროფესიული საბჭოს ფორმატში გამოვიტანთ დასკვნას. პაციენტის ჩივილის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, უნდა გავეცნოთ დეტალებს, რამდენად ადეკვატურად მოხდა პაციენტთან კომუნიკაცია და იმ მნიშვნელოვანი კითხვარის შევსება, რომელიც ექიმმა უნდა დასვას და პაციენტმა უპასუხოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება
შემდეგი სტატია„ფაიზერის“ ვაქცინა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში გადანაწილდება