ზალკალიანი – ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის

ჩვენ ვიხილეთ, როგორც გენერალური მდივნის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი წარმატებული იყო.

„დასრულდა ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი, სადაც ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო და პოზიტიური შეფასებები ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველო არის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. მათ შორის, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ჩვენ ვიხილეთ, როგორც გენერალური მდივნის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც მან გააკეთა ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორც სტაბილურობის, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, კერძოდ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში„ფაიზერის“ ვაქცინა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში გადანაწილდება
შემდეგი სტატიასაპატრიარქო ჭყონდიდზე – მეუფეს სასულიერო პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ