ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ერთეული ავტობუსი გადასცა

ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ერთეული ავტობუსი გადასცა. ავტობუსები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა. ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: ონი-ამბროლაური-ონი; ონი-უწერა-შოვი-ონი; ონი-ქვედრულა-ირი-ონი, 13 თებერვლიდან კი ექსპლოატაციაში შევა ონი-ამბროლაური-ონის მარშუტი.

“ტრანსპორტირება განხორციელდება ყოველდღე, 08:30 საათზე დემეტრე მეორის მოედნიდან და 15:00 საათზე ამბროლაურიდან, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ტექნიკური საკითხების დაზუსტების და ტარიფების დადგენის დასრულებამდე, ონი-ამბროლაურის მარშრუტი, ონის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით ერთი თვის განმავლობაში – 13 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით უფასოდ იმოძრავებს.

ინფორმაცია აღნიშნული მარშუტების სრული დატვირთვით ექსპლოატაციაში შესვლისა და ტარიფების თაობაზე, ტექნიკური პროცედურების დასრულებისთანავე განთავსდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე და განცხადებების სახით”, – აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტში.

banner
წინა სტატიაში“გიგი უგულავას დაპატიმრებით ქართულ ოცნებას ბოლო ნიღაბი ჩამოეხსნა”
შემდეგი სტატიავოლსკი ევროპარლამენტარს-ჩვენც გვირჩევნია, ოპონენეტები მოლაპარაკებაზე ისხდნენ და არა პიკეტზე