“გიგი უგულავას დაპატიმრებით ქართულ ოცნებას ბოლო ნიღაბი ჩამოეხსნა”

region
ავტ.: region თებერვალი 12, 2020 17:32

“გიგი უგულავას დაპატიმრებით ქართულ ოცნებას ბოლო ნიღაბი ჩამოეხსნა”

“ამ პირობებში, ამ შემოთავაზებებით დიალოგს არ აქვს არავითარი აზრი, ვინაიდან ქართულ ოცნებას დიალოგი არ უნდა. ისინი არ არიან მზად კომპრომისისთვის, მათ უნდათ დროის მოგება, უნდათ კვლავ მოატყუონ ამომრჩეველი, საერთაშორისო პარტნიორები, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ბოლო ნიღაბი ჩამოეხსნათ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ.”-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი თვის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გიგი უგულავას დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი თქვა. სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ოპოზიციური ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იყვნენ შეკრებილები, სადაც ხელისუფლებისთვის წარსადგენ კომპრომისულ საარჩევნო სისტემას ამუშავებდნენ.

region
ავტ.: region თებერვალი 12, 2020 17:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics