ვოლსკი ევროპარლამენტარს-ჩვენც გვირჩევნია, ოპონენეტები მოლაპარაკებაზე ისხდნენ და არა პიკეტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს პასუხობს.

ნაჩო სანჩეს ამორმა, რომელიც იმავე პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა, განაცხადა, რომ გიგი უგულავა “მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში.”

ვოლსკის თქმით, თავადაც ურჩევნია, მისი პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ და არა “პიკეტირებასა და ბოიკოტის რეჟიმში”.

“მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან, პარლამენტში ისხდნენ და არ იყვნენ პიკეტირებისა და ბოიკოტის რეჟიმში.”

ვოლსკი იმასაც აღნიშნავს, რომ დანაშაულებისთვის სასჯელებს ქართული ოცნების წარმომადგენლებიც იხდიან.

“მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მკაცრ სასჯელს იხდიან და ორასჯერ ნაკლები დანაშაული მიუძღვით, არ მგონია, რომ ამორს ამაზე დამატებითი კითხვები გაუჩნდეს. საქმე ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს. სამწუხაროდ, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან,” – თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ერთეული ავტობუსი გადასცა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე:თქვენი ელვირისტაანი და თქვენი ჭკუის დამრიგლებლის კარგიც და კეთილიც “მეისპო”