ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი

ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა CNN-ისთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, როგორც ერმაკმა აღნიშნა, ახლა მსოფლიოში არათუ არ მუშაობს, არც არსებობს არავითარი გარანტიები და უსაფრთხოების სისტემები.

ანდრეი ერმაკის თქმით, ახლა უკრაინა თავის პარტნიორებთან ერთად, კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან და თურქეთთან ერთად დიალოგს მართავს უსაფრთხოების ახალი მსოფლიო სისტემის შექმნის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინელი ხალხის გმირული ომის ფონზე ჩვენ გვაქვს აბსოლუტური უფლება გავხდეთ არა მხოლოდ ამ ახალი უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, არამედ ვიყოთ მის ცენტრში, ვიყოთ ამ ახალი სისტემის ერთ-ერთი ლიდერი“,- განაცხადა ერმაკმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს უჭერს – ლე მერი
შემდეგი სტატიასპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ანტი-დოპინგური სააგენტოს დირექტორს მოუსმინეს