სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ანტი-დოპინგური სააგენტოს დირექტორს მოუსმინეს

საქართველოში ანტი-დოპინგური სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სააგენტოს და მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს შორის თანამშრომლობასა და სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს დირექტორმა, პავლე კასრაძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

სააგენტოს ხელმძღვანელმა, კომიტეტის წევრებს, სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა, მისი დაფუძნების ისტორია და იგივე პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები გააცნო. აღინიშნა, რომ ანტი-დოპინგური სააგენტო, იმ კერძო პირების მიერ დაარსდა, რომელთაც ანტიდოპინგური საქმიანობის გამოცდილება გააჩნდათ და ეროვნული ფედერაციების, საერთაშორისო ფედერაციების, ათლეტების და სპორტთან დაკავშირებული სხვა პირების მიმართ ინტერესთა კონფლიქტი არ ქონდათ. პავლე კასრაძემ სააგენტოს წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ამ კუთხით, დაფინანსების საკითხი და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის არ არსებობა გამოყო. მისივე განცხადებით, სააგენტოს სრულყოფილად საქმიანობისთვის აუცილებელია კანონპროექტის მომზადება, რაც ასევე მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მოთხოვნასაც წარმოადგენს.

ანტი-დოპინგური სააგენტოს დირექტორის მოხსენებასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები შეაფასეს. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, წლების წინ საქართველომ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებით, შესაბამისი ვალდებულებები აიღო და ამიტომ აუცილებელია ამ ვალდებულებების შესრულება. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობის მომზადების პროცესები დაჩქარდეს და სამინისტროსთან კონსულტაციები გაგრძელდეს. „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაციით მივმართავთ, რათა დაჩქარდეს კანონპროექტის მომზადების პროცესი. ჩვენის მხრივ კი, მზად ვართ კომიტეტის და აპარატის რესურსით ჩავერთოთ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ დოპინგთან დაკავშირებით სპორტულ ფედერაციებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ და მათ შორის აქტიური კომუნიკაცია შედგეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიამეგობარ საქართველოში ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები არიან – აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე