ომი აგვისტოში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი Sky News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ომი აგვისტოს თვეში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს და წლის ბოლომდე დასრულდება:

“აქტიური საომარი მოქმედებების დიდი ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ძალაუფლებას ჩვენს ყველა დაკარგულ ტერიტორიაზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი ომში უზარმაზარ ზარალს განიცდის და უკრაინის სამხედრო დაზვერვა კრემლის გეგმების შესახებ ინფორმაციას ამ გეგმების ფორმირებისთანავე იგებს.

“რვა წელია, რაც რუსეთთან ომში ვართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ფართოდ რეკლამირებული რუსული მთავრობა, მითია. ეს არის შეიარაღებული ადამიანების ურდო“, – განუცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა Sky News-ს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატის წარმომადგენლები კიევში ზელენკის შეხვდნენ
შემდეგი სტატია„აზოვსტალში“ დაჭრილები საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, მებრძოლები კიდურების, ხელების, ფეხების გარეშე წვანან – ბევრი მათგანი იღუპება, რადგან სამედიცინო დახმარებას ვერ ვუწევთ – უკრაინელი მებრძოლი