აშშ-ის სენატის წარმომადგენლები კიევში ზელენკის შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენლები კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

ზელენსკიმ აშშ-ის ოფიციალურ პირებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია.

“აშშ-ის სენატის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც კონგრესის ზედა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი, მიტჩელ მაკკონელი ხელმძღვანელობს, არის უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი შეერთებული შტატების კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან. მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, რომელიც გვეხმარება ბრძოლაში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას”, – დაწერა ზელენსკიმ Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიჩვენ 24 დიდი საკანონმდებლო პაკეტი შევიტანეთ პარლამენტში და შევცვალეთ არაერთი აქტი, „ქართულმა ოცნებამ“ ქალებს ფართოდ გაგვიღო პოლიტიკის კარი – წულუკიანი
შემდეგი სტატიაომი აგვისტოში გარდამტეხ წერტილს მიაღწევს – ბუდანოვი