ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში შეჭრაზე რუსეთში გადაწყვეტილება ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ან უფრო ადრე მიიღეს

რუსეთს შეუძლია ომი „რეალურად დიდი ხნით” აწარმოოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში შეჭრაზე რუსეთში გადაწყვეტილება ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ან კიდევ უფრო ადრე მიიღეს.

ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდების შენელება გამოწვეული იყო გერმანიაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების აუცილებლობით.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღიარა, რომ რუსულ ენერგიაზე ამგვარი დამოკიდებულება ევროპული ქვეყნების შეცდომა იყო.

„არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები. პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს და ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს – და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ასე რომ, შეძლებს ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს. საკვების დეფიციტს მსოფლიოში ბევრი ადამიანი ახლა მათთვის საფრთხედ ხედავს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია და ომის, რომელსაც ის აწარმოებს. მისი მოქმედების პირდაპირი შედეგია ენერგეტიკის ყველა გაძვირებაც. ის არის ის, ვინც არასწორ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა შოლცმა.

წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
შემდეგი სტატიაპოლიციამ გვითხრა, რომ თუ ხმაურს არ შევწყვეტთ და ეს პრემიერს შეაწუხებს, დაგვაკავებენ – მჟავანაძე