ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი 08:00 საათიდან დაიწყო, გამოცდები კი ზუსტად 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის ქვედა შესასვლელიდან აქტივისტები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში შეჭრაზე რუსეთში გადაწყვეტილება ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე ან უფრო ადრე მიიღეს