ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრი კაზბულატ ცხოვრებოვი გადადგა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრმა კაზბულატ ცხოვრებოვმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს. გადადგომის შესახებ ცნობა საგენტოს თავად ცხოვრებოვმა დაუდასტურა. “მე ნამდვილად დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა კომენტარებისგან ჯერ თავს შევიკავებ”, – განაცხადა ცხოვრებოვმა.

როგორც “ინტერფაქსი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ცხოვრებოვმა გადადგომის გადაწყვეტილება “სამხრე ოსეთის საგარეო პოლიტიკის განხორციეებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს როლთან დაკავშირებით რესპუბლიკის პრეზიდენტთან პრინციპული უთანხმოების” გამო მიიღო. ამავე დროს სააგნეტო აღნიშნავს, რომ დეფაქტო მინისტრის გადაწყვეტილება არ უკავშირდება ლეონიდ თიბილოვის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს, საქმე ეხება მხოლოდ საგარეო საქმეთა დეფაქტო სამინისტროს მუშაობის ხედვას.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას კაზბულატ ცხოვრებოვის გადადგომასთან დაკავშირებით ი განცხადება არ გაუკეთებია.

კაზბულატ ცხოვრებოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრად 2015 წელს დაინიშნა. მანამდე ის ამ უწყების ხელმძღვანლის მოადგილის თანამდბეობას იკავებდა. დეფაქტო მინისტრის თანამდებობაზე ცხოვრებოვმა დავიდ სანაკოევი შეცვალა, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მისი პოზიციის გამო.

banner
წინა სტატიაშიბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაარბიეს
შემდეგი სტატია”ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღე შეაფასა