ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაარბიეს

დღეს, გამთენიისას ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

„დღეს, გამთენიისას შინდისის გმირების სახელობის სკვერში ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები. დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი. ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა“,-ნათქვამია ბათუმი მერიის განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში გუშინ გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსული ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრი კაზბულატ ცხოვრებოვი გადადგა