ოკუპირებული აფხაზეთი რეჟიმს მიღმა მცხოვრებ ექიმებს დახმარებას სთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცხაკაია რეჟიმს მიღმა მცხოვრებ აფხაზ ექიმებს თხოვნით მიმართავს, აფხაზეთის საავადმყოფოებში მომუშავე ექიმებს დაეხმარონ.

ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს.

”მიუხედავად რუსეთის დახმარებისა და რუსული სამედიცინო ჯგუფების ჩამოსვლისა, აფხაზეთი კვლავ განიცდის სამედიცინო პერსონალის მწვავე უკმარისობას”, – ამბობს თამაზ ცახაკია.

მისივე თქმით, პირველ რიგში, საჭიროა რეანიმატოლოგები, თერაპევტები, ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები.

23 ოქტომბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ტერიტორიაზე 3306 შემთხვევაა გამოვლენილი. 1289 გამოჯანრთელებულია, ხოლო გარდაცვლილია 33 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: „ოცნება“ სუს-ს და შსს-ს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასაქართველოს უკვე მზად არის გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა