საქართველოს უკვე მზად არის გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა

“საქართველოს უკვე მზად არის გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა, ხოლო უკრაინას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ამას მიაღწიოს” – ასე ფიქრობს ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი, ბენ ჰოჯესი.

“მჯერა უკრაინა საბოლოოდ გახდება NATO-ს წევრი. მჯერა ასევე, რომ საქართველო ახლა უნდა გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა. უკრაინის შემთხვევაში კი, უნდა დავიცადოთ. უკრაინამ უნდა გააძლიეროს მისი ინტეგრაცია NATO-ში” – ამბობს გენერალი.

აქვე, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი და დონბასი.

შეგახსენებთ, 2019 წელს გენერალი ამბობდა, რომ NATO-მ საქართველოს მის პირველივე სამიტზე უნდა შესთავაზოს წევრობა, ხოლო მათ ვინც წუხს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე, ბენ ჰოჯესი ამბობდა, რომ ალიანსში ამის პრეცედენტი არსებობს და ასეთად მან გერმანია დაასახელა.

ცნობისთვის, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოში 2017 წელს იმყოფებოდა და ის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიასაც შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთი რეჟიმს მიღმა მცხოვრებ ექიმებს დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში