ოკუპირებულ ტოკმაკში 80-მდე რუსი დაიჭრა და დაიღუპა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 3 იანვარს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული და დაშავებული რუსი სამხედროების საერთო რიცხვმა 80 შეადგინა.
თუმცა, როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსული მხარე დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს და მხოლოდ საავადმყოფოს შენობის დაზიანებაზე იუწყება.
რუსეთის საოკუპაციო ძალების ცნობით, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ქალაქ ვასილევკაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კომენდატურაზე დღეს განხორციელებულ დარტყმებს კი ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
ამასთან, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ​ ბახმუტთან 300 მეტრით წინ წაიწიეს. მათივე ცნობით, ბახმუტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსი სამხედროები არტილერიის დახმარებით ცდილობდნენ პოზიციების დაკავებას, თუმცა მოწინააღმდეგის მიახლოებასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო, მათ უკან დაიხიეს, რის შემდეგაც უკრაინული ძალები კონტრიერიშზე გადავიდნენ და 300 მეტრით წინ წაიწიეს და პოზიციები გაიმყარეს.
რუსული ძალები ბახმუტის აღებას უკვე ნახევარი წელია, ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან რუსების შეტევა მოიგერიეს და მათი პოზიციები დაიკავეს
შემდეგი სტატია“პუტინი ძალიან მალე მოკვდება“-უკრაინის დაზვერვა