ჩემი გულწრფელი სამძიმარი მის ოჯახსა და ირანელ ხალხს – ინდოეთის პრემიერი ირანის ტრაგედიაზე

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვას ეხმაურება.

„დამწუხრებული და გაოგნებული ვარ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მისი წვლილი ინდოეთი-ირანის ურთიერთობების განმტკიცებაში ყოველთვის იქნება დამახსოვრებული. ჩემი გულწრფელი სამძიმარი მის ოჯახსა და ირანელ ხალხს. ამ მწუხარების დროს ინდოეთი ირანის გვერდით დგას“, – წერს ინდოეთის პრემიერი სოციალურ ქსელში.

ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს.

მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, რვა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი. იბრაჰიმ რაისის ნაცვლად დროებით პრეზიდენტად ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიირანის დროებით პრეზიდენტად პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოჰბერია დაინიშნა
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო