უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან რუსების შეტევა მოიგერიეს და მათი პოზიციები დაიკავეს

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა მესაზღვრეებმა მოიგერიეს რუსების შეტევა, კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რუსების პოზიციები დაიკავეს.

რუსი სამხედროები, არტილერიის საფარქვეშ, ცდილობდნენ დაეკავებინათ ერთ-ერთი მოწინავე უკრაინული პოზიცია, მაგრამ შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა.

შედეგად 9 რუსი დაიღუპა და 20 დაშავდა. მესაზღვრეები 300 მეტრით დაწინაურდნენ.

წყარო: უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

banner
წინა სტატიაში“დაუკვეთა, თუ არა პატრიარქმა, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობები?!” – ექსკლუზიური ინტერვიუ ვანო შოშიაშვილთან
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტოკმაკში 80-მდე რუსი დაიჭრა და დაიღუპა