ოკუპირებულ სევასტოპოლსა და ბერდიანსკში აფეთქებებია

რუსი ოკუპანტებისთვის არც 30 აპრილი გამოდგა მშვიდი. გვიან საღამოს ოკუპირებულ ბერდიანსკსა და სევასტოპოლში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

თავდასხმა ნავთობის ბაზაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში – კონტრშეტევისთვის კიევის მზადების ელემენტია, ამის შესახებ განაცხადა უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა.

ცნობა გაავრცელა გამოცემა unian-მა. ჰუმენიუკის თქმით, ნავთობის ბაზაზე ხანძრის შემდეგ რუსეთის სამხედროებს გაუჩნდათ განგაშის მაღალი ხარისხი, ისინი ცდილობენ გაიყვანონ ანექსირებული ყირიმიდან მათი ოჯახები და შესავლებლობისდაგვარად თვითონაც ტოვებენ ნახევარკუნძულს. „ეს არის მოსამზადებელი სამუშაო სრულმასშტაბიანი იერიშისთვის, რომელსაც ყველა მოელის,“ -თქვა არმიის წარმომადგენელმა.

ნავთობის საწყობში ხანძარი სევასტოპოლში 29 აპრილს გაჩნდა. დაიწვა ოთხი ცისტერნა, არავინ დაშავებულა. სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა თქვა, რომ თავდასხმა დრონებით მოხდა. ერთი მათგანი ჩამოაგდეს.

უკრაინის მხარემ ხანძრის შემდეგ განაცხადა, რომ განადგურდა საწვავის ათობით ცისტერნა, რომლებიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის იყო. თუმცა კიევი პასუხისმგებლობას თავდასხმისთვის არ კისრულობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სევასტოპოლზე თავდასხმის დღეს თქვა, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინის ჯარი აპირებს დაიბრუნოს კონტროლი რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, სხვათა შორის ყირიმზეც.

ყირიმის რუსული ძალების პარლამენტის თავმჯდომარის, ვლადიმირ კონსტანტინოვის სიტყვებით, კიევის მცდელობა, მოაწყოს იერიში, მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდება.

banner
წინა სტატიაშიბუდანოვი და მალიუკი მოსკოვში გამოჩნდნენ
შემდეგი სტატიაქართველებმა უკრაინელებს რეანომობილები გაუგზავნეს