ოკუპირებულ ხერსონში, ცნობილი პრორუსი ბლოგერი, ვალერი კულეშოვი მანქანაში ჩაცხრილეს

დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ცნობილი პრორუსი ბლოგერი და აქტივისტი, ვალერი კულეშოვი მოკლეს. მკვლელობა დღეს დილით მოხდა. კულეშოვი საკუთარ მანქანაში, საკუთარი სახლის შესასვლელთან ჩაცხრილეს.

პრორუსი ბლოგერი ომის აქტიური ფაზის დაწყებიდან, კულეშოვი აწარმოებდა პირდაპირ ტრანსლაციას ფრონტის ხაზიდან და ეწეოდა რუსულ პროპაგანდას.

ოკუპანტების მიერ, ქალაქის აღების შემდეგ მან „მოხალისეობა“ დაიწყო.
ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ და რა მიზეზით ჩაცხრილა პრორუსი კულეშოვი თავისივე “მაზდაში”.

banner
წინა სტატიაშიგენერლებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი არმია მ**ნერია – სანქცირებული რუსი მილიარდელი
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება