გენერლებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი არმია მ**ნერია – სანქცირებული რუსი მილიარდელი

Oleg Tinkoff, chairman of Tinkoff Bank Jsc., speaks at a conference during the Hong Kong Fintech Week event in Hong Kong, China, on Wednesday, Oct. 31, 2018. The event runs through Nov. 2. Photographer: Anthony Kwan/Bloomberg via Getty Images

​სანქცირებულმა რუსმა მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა უკრაინაში რუსეთის ომი გააკრიტიკა და დასავლეთს ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა.

“მე ვერ ვხედავ ვერც ერთ მხარეს, რომელიც ამ გიჟური ომიდან სარგებელს იღებს. გენერლებმა გაიღვიძეს და მიხვდნენ, რომ მათი არმია მ**ნერია და როგორ შეიძლება არმია იყოს კარგი, როცა ქვეყანაში სხვა ყველაფერი ჩაძირულია ნეპოტიზმში, მლიქვნელობასა და მონობაში”,-თქვა ტინკოვმა.

Tinkoff ბანკის დამფუძნებელმა ასევე დაწერა, რომ რუსეთის მოსახლეობის 90% ომს ეწინააღმდეგება.

“კრემლის საჯარო მოხელეები შოკში არიან, რომ მარტო ისინი კი არა, არამედ მისი შვილებიც ვერ წავლენ დასასვენებლად ხმელთაშუა ზღვაში ამ ზაფხულს. ბიზნესმენები მათი დარჩენილი ქონების გადარჩენას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არიან იდიოტები, რომლებიც Z-ს ხატავენ, მაგრამ მათი რეალური რაოდენობა 10%-ია, რუსების 90% ამ ომის წინააღმდეგია”,-თქვა მან.

banner
წინა სტატიაში„სიენენი“ – მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ხერსონში, ცნობილი პრორუსი ბლოგერი, ვალერი კულეშოვი მანქანაში ჩაცხრილეს