ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს – ბათუმის სტუდენტები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს პეტიცია, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დააფიქსირონ, რომ უერთდებიან გაფიცვას.

„ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე.

ამ განცხადებით ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას ამ ისტორიულ პროცესში და ვუერთდები გაფიცვას.“ – აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 400-მდე სტუდენტი აწერს.

ბსუ-ს სტუდენტების ნაწილმა 11 მაისს განაცხადა, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადება სტუდენტურმა მოძრაობა „მარტიანელებმა“ გაავრცელა, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში.

banner
წინა სტატიაშისაზღვაო აკადემიის სტუდენტები ადმინისტრაციამ აუდიტორიებში ჩაკეტა
შემდეგი სტატიაპროფესორ-მასწავლებლები ბათუმში საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან