ამ წუთებში ბათუმში, საზღვაო აკადემიასთან ხმაურია – სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაწილი აუდიტორებში ჩაკეტა და გაფიცვის უფლებას არ აძლევს.
მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის ფოიეში მოძრაობდნენ და სკანდირებენ – გამოდით, გამოდით, გამოდით… ამ ფორმით სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს, რომ ისინიც გაიფიცონ და მათ გვერდით დადგნენ.
დღეს, 13 მაისს, თბილისში პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციამ სცემა და დააკავა 20 პირი, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და გაიფიცნენ.