ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
სხვა სტატიები
- რატიანი: ერთმანეთის წიწილაობაში უფსკრულისკენ წავალთ,უნდა გავერთიანდეთ, გადავარჩინოთ ქვეყანა
- ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 469 პირი
- ლევან რატიანი : კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 62 წლის და 65 წლის პაციენტები დატოვებენ
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 308 ადამიანს, მათგან 87-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში, საერთო ჯამში, 143 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 29 ნოემბერს ორი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო სოხუმის მობილურ ჰოსპიტალში ერთი.
მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია სულ 84 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 845. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 970 შემთხვევაა დაფიქსირებული.