ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – სექტემბრის შემდეგ, პირველად, გასულ კვირას კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა

მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„გასულ კვირას, სექტემბრის შემდეგ, პირველად, მსოფლიოში დაფიქსირდა ახალი შემთხვევების შემცირება, რაც ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული მძიმე ეფექტური და აუცილებელი ზომების დამსახურებაა“ , – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლმა 63 მილიონს გადააჭარბა და 63 271 448 შეადგინა.

გარდაცვლილია 1 469 026 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 43 754 172 პაციენტი. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18 048 250 შეადგენს.

banner
წინა სტატიაში2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა ხუთი პროცენტით შემცირდება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი