მალხაზ თორია: არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა ვირუსის გავრცელების შენელებისათვის უმნიშვნელოვანესია

region
ავტ.: region ნოემბერი 30, 2020 21:23

მალხაზ თორია: არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა ვირუსის გავრცელების შენელებისათვის უმნიშვნელოვანესია

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელება.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად ჩამოყალიბებულმა ჯგუფებმა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან უკვე გააფრთხილეს ის მეწარმეები ვინც დადგენილ ნორმებს არ იცავენ, მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მოხდება მათი დაჯარიმება კანონის შესაბამისად.

მალხაზ თორიას განმარტებით, არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლი, რათა მივიღოთ ის შედეგი რაც დასახული გაქვს. მალხაზ თორიამ ასევე ყურადღება გაამახვილა პირბადეების ტარების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრა.

შეხვედრას – შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, ინსპექტირების სამმართველოს უფროსი მაია მიქაია, სამხარეო, საპატრულო პოლიციის, სურსათის ეროვნულ სამმართველოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს.

region
ავტ.: region ნოემბერი 30, 2020 21:23

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics