ოკუპანტებმა საჩხერეში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საჩხერეში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა მოქალაქეები მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი საოკუპაციო ხაზთან ახლოს ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასულები.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მომხდარს ადასტურებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ 9 მოქალაქის დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ მოხდა.

დამატებით ინფორმაციას სუს-ში არ ავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას დღეს გააგრძელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ბოლო წლებში საქართველომ ბევრს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში