სააპელაციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას დღეს გააგრძელებს

სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესზე „რუსთავი2“-ის ადვოკატები სააპელაციო საჩივრებით წარსდგებიან.

რუსთავი 2-ს გასაჩივრებული აქვს ქიბარ ხალვაშისთვის წილის 100%-ის გადაცემაც. ასევე ყველა ის განჩინება, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატებს კი გასაჩივრებული აქვთ სასარჩელო მოთხოვნების ის ნაწილი, რომელიც არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოში.

ამასთანავე „რუსთავი2“-ის უფლებადამცველები სასამართლოს მიმართავენ შეკითხვით მიიღო თუ არა გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის მოწილე – ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების საკითხზე და აპირებს თუ არა შეაჩეროს პროცესი, ვიდრე საკოსნტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის სარჩელთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესი 11 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) გიორგი კვირიკაშვილი:”საქართველო ყოველთვის გელოდებათ”
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა საჩხერეში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს