ოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთი ქარხნის შენობაში ე.წ. ციხე, საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს

ოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთი ქარხნის შენობაში ე.წ. ციხე, საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს – ამის შესახებ ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, ქარხნის აღჭურვილობა რუსეთში გაიტანეს, შენობაში კი უკრაინელებს აწამებენ, აიძულობენ თანამშრომლობას.

“ვოლჩანსკში ერთ-ერთი ქარხნის აღჭურვილობა მთლიანად რუსეთის ფედერაციაში გაიტანეს, შენობაში კი ე.წ. ციხე, ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს, სადაც ადამიანებს აწამებენ, აიძულებენ თანამშრომლობას და იმას, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერონ. ისინი აღდგომის დღეებშიც გვბომბავენ. გუშინდელი დაბომბვის შედეგად გვყავს 4 მოკლული და 11 დაჭრილი.

ყველაზე ცხელი წერტილი ხარკოვის ოლქში იზიუმია, რადგან ჩვენი სამხედროები აკავებენ მტერს და ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით სვლის საშუალებას არ აძლევენ. თავად იზიუმი სრულად არის ოკუპირებული. ჩვენ ვერ შეგვაქვს ვერც ჰუმანიტარული დახმარება და არც მოსახლეობის ევაკუაციის საშუალებაა”, – ამბობს სინეგუბოვი.

banner
წინა სტატიაშისერგეი ვოლინა: აზოვსტალის ქარხანას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ. ისინი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არიან რადგან მარიუპოლში არაა წყლის, საკვების და სხვა პირველადი საჭიროების მოხმარების ნივთების მარაგი
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქის 5 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს