სერგეი ვოლინა: აზოვსტალის ქარხანას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ. ისინი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არიან რადგან მარიუპოლში არაა წყლის, საკვების და სხვა პირველადი საჭიროების მოხმარების ნივთების მარაგი

მარიუპოლში, ქარხანა “აზოვსტალის” დაბომბვა ისევ გრძელდება. 36-ე საზღვაო ქვეითთა მეთაური, სერგეი ვოლინა დეპუტატ ოლექსეი გონჩარენკოსთან სუბარისას ამბობს, რომ ვითარება უკვე კრიტიკულ ზღვარზეა და ეს შეიძლება ბოლო კავშირი იყოს გარესამყაროსთან.

“მე-60 დღეა რაც სრულ ალყაში ვართ, გრძელდება საჰაერო და საარტილერიო დარტყმები, გვაქვს დანაკარგები, სიტუაცია კრიტიკულია, გვყავს დაჭრილები, მოკლულები, ვკარგავთ ხალხს. შეიარაღების, საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მხრივაც ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. შტურმი არ შეწყვეტილა და გრძელდება. ასობით სამოქალაქო პირია აზოვსტალში. ბომბებისა ფრთოსანი რაკეტების წინააღმეგ ავტომატებით თავის დაცვა ძალინ რთულია, ამას როგორღაც ვაკეთებთ და გვაქვს გარკვეული წარმატებებიც, მაგრამ ეს ხდება ადამიანური მსხვერპლის ფასად, ეს ბოლო ამოსუნთქვაა, აგონიასავით გესმით?! არ ვიცი კიდევ შევძლებ თუ არა, მაგალითად ვინმეს ტელეფონით დავუკავშირდე. ვთხოვ მსოფლიო დიპლომატიას, მსოფლიო ლიდერებს დაგვეხმარონ რომ მარიუპოლის საკითხი პოლიტიკური გზით გადაწყდეს.”, – ამბობს ის.

აზოვსტალის ქარხანას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ. ისინი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არიან რადგან მარიუპოლში არაა წყლის, საკვების და სხვა პირველადი საჭიროების მოხმარების ნივთების მარაგი.

 

აზოვის პოლკმა, რომელიც აგრძელებს მარიუპოლის მაცხოვრებლების დაცვას, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები აზოვსტალის სარდაფში რუს დამპყრობლებს ემალებათ.

https://youtu.be/BfeZ3a8adDo

banner
წინა სტატიაშირუსეთი მიიწევს აღმოსავლეთით და სროლას აგრძელებს მარიუპოლის “აზოვსტალის” მიდამოებშიც
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა ხარკოვის ერთ-ერთი ქარხნის შენობაში ე.წ. ციხე, საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს