ოხანაშვილი – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის დაფიქსირება, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის დაფიქსირება, რათა წერტილი დაესვათ საკითხისთვის, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, – ამის შესახებ ანტიპროპაგანდისტულ კანონზე საუბრისას ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და თავისი პოზიცია ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით დააფიქსიროს.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია იმის დაფიქსირება, რათა წერტილი დაესვათ საკითხისთვის, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ეს არის მოცემულობა და ამის საწინააღმდეგოს მტკიცების სივრცე არ არსებობს. თუ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ეს საკითხი აქტუალურია, დღის წესრიგშია, ამაზე ხდება შესაბამისი პოზიციონირება, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უცხო არ არის ქართული რეალობისთვის,

ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და თქვას, ემხრობიან თუ არა საკითხს, რომ სკოლებში, ბაღებში შეტანილი იყოს სწავლება, რომ თვითაღქმაზეა დამოკიდებული, ბიჭი იქნება ბავშვი თუ – ქალი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი – სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შემდეგი სტატიაოხანაშვილი – სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს ცესკო-ს დისკრედიტაციის ერთობლივი კამპანია აქვთ დაგეგმილი