აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფინანსური კომპანია Cantor Fitzgerald-ის კონფერენციაზე გამოსვლის გამო, რომელიც ჯანდაცვის პრობლემებს ეხება, ჰონორარის სახით 400 ათას დოლარს მიიღებს. ეს ორჯერ მეტია ჰილარი კლინტონის ჰონორარებზე.
ობამა კონფერენციაზე სიტყვით მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა.
გადადგომის შემდეგ ჰონორარები ამერიკელი პოლიტიკოსების შემოსავლის მთავარი წყაროა.
გუშინ 24 აპრილს ბარაკ ობამა პირველად გამოვიდა სიტყვით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დატოვა. თავის გამოსვლაში, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში შედგა, მან ახალგაზრდებს უთხრა, რომ ახალ თაობასთან აპირებს მუშაობას. თავის გამოსვლაში ბარაკ ობამას დონალდ ტრამპი არ უხსენებია.