აშშ-ს წყალქვეშა გემი სამხრეთ კორეის ნაპირებს მიუახლოვდა

აშშ-ს წყალქვეშა გემი სამხრეთ კორეის ნაპირებს მიუახლოვდა. რაკეტა “ტომაგავკით” შეიარაღებული აშშ-ს წყალქვეშა გემი “მიჩიგანი” ავიამზიდ “კარლ ვინსონს” უნდა შეუერთდეს. ამასთან ერთად, როგორც მედია იუწყება, ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო სწავლებები გაიმართა. დღეს ფხენიანში საკუთარი არმიის დაარსების 85 წლისთავს აღნიშნავენ. ამ დღეს კორეელი სამხედროები ხშირად აჩვენებდნენ რაკეტების გამოცდას, თუმცა, დღეს, სამხრეთკორეული სააგენტო “იონჰალიპ”-ის ცნობით, ფხენიანმა თავი შეიკავა მასშტაბური სროლებისგან.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი  პერიოდის განმავლობაში ფხენიანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადაჭრას აპირებს და ამისთვის ატომური იარაღის გამოყენებასაც არ მოერიდება.

banner
წინა სტატიაშიობამას კონფერენციაში გამოსვლაში 400 ათას დოლარს ჰპირდებიან
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე მსჯელობას იწყებს