ობამამ პრეზიდენტის რანგში ინდაური უკანასკნელად შეიწყალა (ვიდეო)

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მადლიერების დღის დასასრულს უკანასკნელად მიიღო მონაწილეობა ინდაურის შეწყალების ცერემონიაში -ინფორმაცია თეთრი სახლის საიტზე დევს.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამას გააგრძელებს მას შემდეგადაც, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

1947 წლიდან აშშ-ს პრეზიდენტები ინდაურს იწყალებენ. მიმდინარე წელს “ტვიტერის” საშუალებით კენჭი უყარეს რომელი ინდაური შეეწყალებინათ, ტოტი თუ ტეიტერი. ჯამში ტოტმა 51% მიიღო, ტეიტერმა კი – 49%. ტრადიციის მიხედვით, ერთ-ერთ ინდაურს მადლიერების დღის ინდაურს უწოდებენ, მეორეს კი თეთრ სახლში სადილზე მიირთმევენ. ახლა ბარაკ ობამამ ორივე ინდაური შეიწყალა, მათ ბრაკსბურგში, ვირჯინიის შტატში გააგზავნიან, სადაც ვეტერინარების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.
მადლიერების დღე აშშ-ს სახელმწიფოებრივი დღესასწაულია, რომელიც ნოემბრის ყოველ მეოთზე ხუთშაბათს აღინიშნება.

 

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტმა ევროკავშირ-თურქეთს შორის მოლაპარაკებები გაყინა
შემდეგი სტატია25 ნოემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4852 ლარი იქნება