ევროპარლამენტის დეპუტატებმა რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს ევროკავშირში თურქეთის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩეროს – ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Reuters-მა გაავრცელა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისის თვეში თურქეთში მიმხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე არაადეკვატური სამთავრობო პასუხია. აღნიშნული რეზოლუცია ერთხმად მიიღეს.
გუშინ პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა, შესაძლო რეზოლუციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ევროპარლამენტის აზრს, რადგანაც, მისმა ქვეყანამ უკვე გადაწყვიტა ევროპის გარეშე იაროს.