ნუ შეგეშინდებათ, ჩამოდით ჩვენთან, შეხედეთ უკრაინელებს მამაც თვალებში, მათ სჭირდებათ განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში მარტო არ არიან, მხარს უჭერთ თქვენ, მთელი მსოფლიო – ზელენსკი

ნუ შეგეშინდებათ, ჩამოდით უკრაინაში, მოისმინეთ ათასობით მსგავსი ამბავი ჩვენზე, უკრაინელებზე. შეხედეთ მათ მამაც თვალებში, ჩამოართვით ძლიერი ხელი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც დღეს ატლანტიკურ საბჭოს ვიდეოკონფერენციის ფორმატში სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის, რომლითაც ის, როგორც გამორჩეული ლიდერი, დააჯილდოვეს.

„უკრაინელი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ატლანტიკურ საბჭოს ჯილდოსთვის. უკრაინელი ხალხისთვის ამ ჯილდოს საშუალებით პატივის მიგება სამართლიანი და სწორი ჟესტია, რადგან სიმამაცე ჩვენი ეროვნული ხასიათის ნიშანია. დღეს მთელი მსოფლიო ხედავს და აღფრთოვანებულია უკრაინელების გმირობით. ამავდროულად, არ მინდა, რომ ეს რუტინა გახდეს. ამისათვის, უნდა ითქვას და გვახსოვდეს, რომ უკრაინელების მამაცობის, სიბრძნის უკან ათასობით რეალური ისტორია და სახელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელებს კონკრეტული დახმარება და თანადგომაც სჭირდებათ.

„ნუ შეგეშინდებათ, ჩამოდით უკრაინაში, მოისმინეთ ათასობით მსგავსი ამბავი ჩვენზე, უკრაინელებზე. შეხედეთ მათ მამაც თვალებში, ჩამოართვით ძლიერი ხელი და ნახავთ, რომ ისინი ამ ყველაფერს დიდებისთვის არ აკეთებენ, რომ მათ არა მხოლოდ ჯილდოები, არამედ კონკრეტული დახმარება და თანადგომაც სჭირდებათ. იარაღი, აღჭურვილობა, ფინანსური მხარდაჭერა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რაც მთავარია: განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში ისინი მარტო არ არიან, რომ მათ მხარს უჭერთ თქვენ, მთელი მსოფლიო – თავისუფალი სახელმწიფოები და ჩვენი პლანეტის თავისუფალი ერები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერა
შემდეგი სტატიაანტიამერიკული და ანტიდასავლური პოზიციები თითიდან გამოწოვილია – დასავლეთისთვის ერთადერთი დასაყრდენი, უალტერნატივო პარტნიორი კავკასიაში საქართველოა – ვოლსკი