ანტიამერიკული და ანტიდასავლური პოზიციები თითიდან გამოწოვილია – დასავლეთისთვის ერთადერთი დასაყრდენი, უალტერნატივო პარტნიორი კავკასიაში საქართველოა – ვოლსკი

ანტიამერიკული და ანტიდასავლური პოზიციები თითიდან გამოწოვილია – აშშ-ი და ზოგადად, დასავლეთი ერთადერთი მხარეა, ვინც დაინტერესებულია, რომ საქართველო არამარტო გადარჩეს, არამედ იყოს რესურსი, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები კავკასიაში ხედავენ – დასავლეთისთვის ერთადერთი დასაყრდენი, უალტერნატივო პარტნიორი კავკასიაში საქართველოა, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ძალიან საეჭვოა, შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თავად მიეღო გადაწყვეტილებები, რომელიც მთელს შვეიცარიულ საბანკო სისტემას დისკრედიტაციას უკეთებს. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრინციპულად გამორიცხავს, რომელი ქვეყნის იმაში დაინტერესებას, რომ ივანიშვილს პრობლემები შეექმნას.

ვოლსკიმ ისიც დასძინა, რომ “არ არსებობს ფინანსური რესურსით ივანიშვილისადმი რაიმე მუქარა, რომელიც მას ისეთ ნაბიჯს გადაადგმევინებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული“.

„პროპაგანდისტულ ველზე, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიის მონაწილეობით ივანიშვილზე მუდმივი შეტევა გრძელდება. რა საკვირველია, უხარიათ კიდეც თუ შვეიცარიულ ბანთან ურთიერთობაში პრობლემა შეექმნა. ეს გუშინდელი პრობლემა არ არის და დიდი ხანია გრძელდება. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ უშველებელი საქველმოქმედო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესრულებას აპირებს. ერთადერთი მიზანია – იქნებ როგორმე ბიძინა ივანიშვილი დაზიანდეს, მათ შორის შვეიცარიულ ბანკთან დავით.

აშშ-ს მისამართით ბრალდება კი უსაფუძვლოა – თუკი ბოლო პერიოდის მოვლენებს გადავხედავთ, ერთადერთი დასავლური ძალა – უპირველესად აშშ-ი არის დაინტერესებული, რომ მოკავშირე სტაბილურ მდგომარეობაში ჰყავდეს და ტურბულენტურ სიტუაციაში საქართველო გადარჩეს – იგივე ინტერესი გვაქვს ჩვენ, სხვა ინტერესი აქვს რუსეთის ფედერაციას და მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ჯგუფს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშინუ შეგეშინდებათ, ჩამოდით ჩვენთან, შეხედეთ უკრაინელებს მამაც თვალებში, მათ სჭირდებათ განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში მარტო არ არიან, მხარს უჭერთ თქვენ, მთელი მსოფლიო – ზელენსკი
შემდეგი სტატიაპოლონეთმა ევროპაში მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა