ნორვეგიაში ბლოგერები ვალდებული იქნებიან აღნიშნონ დამუშავებული ფოტოს შესახებ

ნორვეგიაში მალე შევა მარკეტინგის შესახებ კანონი ძალაში, რომლის თანახმადაც ადგილობრივი ბლოგერები და რეკლამის დამკვეთები ვერ გამოაქვეყნებენ რედაქტირებულ ფოტოებს ისე, თუკი ამის შესახებ ინფორმაციას არ გაასაჯაროვებენ.

საუბარია ფოტოებზე, საიდანაც ბლოგერები და ცნობილი ადამიანები ანაზღაურებას, ან სხვა ტიპის მოგებას ნახულობენ – ანუ, სარეკლამო პოსტებზე.
შესწორებები მას შემდეგ მიიღეს, რომ გაჩნდა ვარაუდი, რომ სილამაზის არარეალური სტანდარტები სოციალური ქსელების მომხმარებლების ფსიქიკურ მდგომარეობასა და თვითშეფასებაზე მოქმედებს.

როდის შევა ახალი შესწორებები ძალაში ნორვეგიის მეფე გადაწყვეტს. სამთავრობო გვერდზე ნათქვამია, რომ კანონის მიზანია საზოგადოებაზე წნეხის შემცირება, რომელიც “რეკლამებში გამოყვანილი იდეალიზირებული ხალხის” შედეგად ჩნდება.

“მათ შორის სავალდებულო იქნება რედაქტირებული ან სხვა სახით შეცვლილი რეკლამის ფოტოს აღნიშვნა, რაც ნიშნავს, რომ ადამინის სხეულის ფორმა, ზომა ან კანი რეალურისგან განსხვავდება” – ნათქვამია შენიშვნაში.
შესწორება შეეხება ყველას, ვინც აქვეყნებს სარეკლამო პოსტებს, მათ შორის, ბლოგერებს, მსახიობებს, მომღერლებს და სხვა ცნობილ ადამიანებს.

გასულ წელს ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ 18 წლამდე ახალგაზრდათა უმეტესობა ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტები ძალიან მოქმედებს მათ წარმოდგენებზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სხეული. გამოკითხულთა მხოლოდ 5%-მა თქვა, რომ მათ არ უფიქრიათ საკუთარი სხეულის შეცვლაზე დიეტის ან ოპერაციის ფორმით.

banner
წინა სტატიაშიპოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიააშშ-ში ბელორუსის რეისებზე ბილეთების გაყიდვა აიკრძალა