აშშ-ში ბელორუსის რეისებზე ბილეთების გაყიდვა აიკრძალა

აშშ-ს ტრანსპორტის სამინისტრომ დღეს, 7 ივლისს აშშ-სა და ბელორუსს შორის სამოქალაქო ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა აკრძალა. აკრძალვა შეეხება იმ ფრენებსაც, რომელიც გადაჯდომით ხორციელდება. შეერთებული შტატების მფრინავთა გაერთიანება ALPA აღნიშნულ ნაბიჯს უკვე მიესალმა.

გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ფრენები, რომლებიც ჰუმანიტარული საჭიროებების გამო განხორციელდება და რომელიც აშშ-ს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი იქნება.

ამავე დროს, ადრე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ აღნიშნული აკრძალვა 23 მაისს მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების გამო დააწესეს, რომლის მიზანი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრება იყო.

banner
წინა სტატიაშინორვეგიაში ბლოგერები ვალდებული იქნებიან აღნიშნონ დამუშავებული ფოტოს შესახებ
შემდეგი სტატიარიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება