ნიუ-ჯერსიში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნიუ-ჯერსის შტატი სარკინიგზო კატატსროფის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

ქალაქ ჰობოკენში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურის ტერმინალს შეეჯახა.

ინციდენტი პიკის საათში, დილის 08:30 მოხდა. დაზიანებულია რკინიგზის შენობა. სადგურზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ავარიის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : შეიძლება რამდენიმე ოლქში იყოს მეორე ტური
შემდეგი სტატიასოფელ ზვარეში გაფიცული მუშები შიმშილობის დაწყებას აპირებენ