კახა კალაძე : შეიძლება რამდენიმე ოლქში იყოს მეორე ტური

არჩევნებამდე 9 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელი განცხადება მეორე ტურის შესახებ. ქართული ოცნების დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მან არ იცის ოცნების მაჟორიტარობის რამდენი კანდიდატი მოიგებს პირველ ტურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც მეორე ტურში გავა, გაიმარჯვებს. ამ განცხადებას ეხმაურება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე.

“რაც შეეხება მეორე ტურებს ალბათობა არის იმისა, რომ შეიძლება რამდენიმე ოლქში იყოს მეორე ტურები და ესეც დემოკრატიული თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ქართული ოცნების ჩუღურეთის, მე-14 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ვოლსკის თქმით, პირველი ტურიდან გამოჩნდება ქართული ოცნების უპირატესობა.

“მე ვიტყოდი, რომ პირველ ტურში ბევრი იქნება გამარჯვებული, იქნება მეორე ტურებიც. მაგრამ პირველი ტურიდან გამოჩნდება ქართული ოცნების უპირატესობა. მეორე ტურები რომც იყოს, უკვე გამოჩნდება ვინ არის ლიდერი ამ პოლიტიკურ მარათონში. საერთოდ ზოგადი აქსიომაა, რომ ვინც კარგად არ მუშაობს ისინი ნამდვილად ვერ გაიმარჯვებენ, უფრო მეტი მუშაობა არის საჭირო, არა მარტო წინა საარჩევნო პერიოდში, არჩევნების შემდეგაც მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისარკინიგზო კატასტროფა ნიუ ჯერსიში – სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა
შემდეგი სტატიანიუ-ჯერსიში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი