ნიუ-იორკში ერდოღანის გამოსვლის დროს ჩხუბი ატყდა

21 სექტემბერს, ნიუ-იორკის სასტუმრო Marriott Marquis-ში მომხრეების წინაშე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლის დროს შეხლა-შემოხლა ატყდა, რომელიც გამოიწვია დარბაზიდან შეძახილმა “ტერორისტი”. ამის შესახებ იტყობინება სამაუწყებლო კომპანია BBC.
“თქვენ ხართ ტერორისტი, წადით ჩემი ქვეყნიდან”, – დაიყვირა ერთ-ერთმა დამსწრემ, რომელსაც შემდეგ ხელი ჰკრეს და დარბაზიდან გაიყვანეს.
ვიდეოზე კარგად მოსჩანს თუ როგორ ურტყამენ თავში პროტესტის გამომხატველ მამაკაცს.
ჯერ უცნობია, ისინი იყვნენ ერდოღანის მომხრეები, დაცვის წევრები თუ სასტუმროს თანამშრომლები.
მოგვიანებით ვიდეო გავრცელდა სოცქსელების მეშვეობით და ერდოღანის მოწინააღმდეგების თქმით, ამ აქციის მიზანი იყო ქურთებთან დაკავშირებით ერდოღანის პოლიტიკის საჯარო განკიცხვა.
ნიუ-იორკის პოლიციას ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუპატიმრებია.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია
შემდეგი სტატიატყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება