ნინო ბურჯანაძე: მარგველაშვილი ვერ იქნება ჩემი ლიდერი

“მე არა ვარ მარგველაშვილის მხარეს, მე ვარ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი, ისევე როგორც ძლიერი მთავრობა და პარლამენტი. მაგრამ, ასეთი დაპირისპირები შემთხვევაში ვერცერთი ინსტიტუტი ვერ იქნება ძლიერი.

არ მეგონა, რომ ჩვენი პარლამენტისგან კიდევ რამე გამიკვირდებოდა, მაგრამ ასეთი არაკომპეტენტური და ასეთი სუსტი თუ იყო პარლამენტი მე კიდევ ვერ წარმომედგინა. ასეთი არაკომპეტენტური, სრულიად არაპროფესიონალური გამოსვლები თავიდან ბოლომდე, ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. ჩემთვის სრულიად შემაძრწუნებელი იყო, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის ტრაგედიაა. თუ მიაქციეთ ყურადღება, საგარეო პოლიტიკაზე არავის ულაპარაკია, რაც ნიშნავს, რომ ორღობის სახელმწიფოდ გადავიქეცით, ივანიშვილის ორღობის სახელმწიფო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

https://youtu.be/DlnHrGq157c

 

 

https://youtu.be/UFSWWIjUVZA

 

banner
წინა სტატიაში(video) შალვა ნათელაშვილი: ვერავინ ვერ გაიგო კვირიკაშვილი საიდან მოვიდა, ასევე ვერავინ გაიგო ღარიბაშვილის საიდან მოვიდა და სად წავიდა
შემდეგი სტატიადღეს პრეზიდენტი გვესაუბრებოდა ღიად ოპოზიციის ფლანგიდან