(video) შალვა ნათელაშვილი: ვერავინ ვერ გაიგო კვირიკაშვილი საიდან მოვიდა, ასევე ვერავინ გაიგო ღარიბაშვილის საიდან მოვიდა და სად წავიდა

„მარგველაშვილი ადექვატური არ იყო, სუბიექტური იყო. მან ძირითადი აქცენტი საკუთარი საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვაზე გააკეთა. მე ყოველთვის ვიყავი პოზიციაზე, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს. ამიტომ არის, რომ სომალის პრეზიდენტის მეცხრე თანაშემწეს ახვედრებენ საქართველოს პრეზიდენტს. ვერავინ ვერ გაიგო კვირიკაშვილი საიდან მოვიდა, ასევე ვერავინ გაიგო ღარიბაშვილის საიდან მოვიდა და სად წავიდა. ამიტომ ჩვენ გვინდა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება უხელმძღვანელოს მთავრობის სხდომებს. კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინისტრებს მოსთხოვოს პასუხი იმისათვის, რომ მათ არ გადააჭარბონ უფლებამოსილებას. მაგრამ არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიზირებული, როგორც სააკაშვილს და შევარდნაძეს ჰქონდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

https://youtu.be/tWXNgQXGEfo

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესი რუსული რუბლისა და ბიუჯეტისთვის დარტყმას ამზადებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: მარგველაშვილი ვერ იქნება ჩემი ლიდერი